Loading data...
ზელენსკი: ჩინეთისთვის არ არის მოგებიანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუსტი რუსეთი, რომელიც ომს წააგებს, ჩინეთის ინტერესებში არ შედის, რადგან პეკინს შეერთებულ შტატებთან დიდი ეკონომიკური და დიპლომატიური დაპირისპირება აქვს.

„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც პატივს სცემს ჩვენსას.

რა თქმა უნდა, ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, ძლიერი ეკონომიკა აქვს და ჩვენს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის გავლენაა, რომელიც ჩინეთს ნამდვილად აქვს რუსეთზე და პირადად პუტინზე. ჩინეთის ხალხის, მათი ისტორიისა და კულტურისადმი სრული პატივისცემით უნდა ითქვას პირდაპირ, მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება, ჩინეთისთვის ამ ომის დასრულება სასარგებლო იყოს. რატომ? რადგან ჩვენ წავიკითხეთ აშშ-ის დოქტრინა.

ს არის ორი დიდი ძალა, ორი დიდი ეკონომიკა და მათ შორის დიდი კონფრონტაცია. ეს აუცილებლად არ ნიშნავს ომს, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის დაპირისპირება, დიპლომატიური, ეკონომიური. სუსტი და დამარცხებული რუსეთი ჩინეთისთვის არასასურველია და სწორედ ამის გამო იტანჯება უკრაინელი ხალხი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ ჩინეთისთვის არახელსაყრელია რუსეთის შეჩერება, ეს ნიშნავს იმას, რომ ომი გაგრძელდება.

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი პირდაპირ იარაღით ეხმარება რუსეთს, მაგრამ ის ნამდვილად არ უჭერს მხარს ამ ომის შეჩერებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.