1777104181
უცხოეთი
ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ზელენსკი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. მანამდე ზელენსკი კვიპროსში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის ლიდერთა არაფორმალური სამიტი მიმდინარეობდა.
ბოლო წლებში აზერბაიჯანმა უკრაინას რამდენჯერმე ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. უკრაინაში რუსეთის საჰაერო იერიშების დროს, მათ შორის, აზერბაიჯანის ნავთობის ობიექტებიც დაზიანდა.