1754236936
უცხოეთი
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან 1200 ადამიანის გაცვლის საკითხზე მუშაობს

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებთან 1200 ადამიანის გაცვლის შესახებ შეთანხმება არსებობს და სიებზე მუშაობა გრძელდება.
თავის მხრივ, უმეროვმა პრეზიდენტს რუსეთის წარმომადგენელთან კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„სამწუხაროდ, ზოგიერთი გადაწყვეტილება არ შესრულებულა. ეს მყისიერად გამოსწორდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ინფორმაციისთვის, 24 ივლისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების ხელმძღვანელებმა შეთანხმების შესახებ განაცხადეს, რომლის მიხედვითაც 200-ზე მეტი სამხედრო ტყვე უნდა გაცვალონ.