ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ თავის კოლეგა დონალდ ტრამპს და მის გუნდს ბირთვული ენერგიისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თაობაზე ესაუბრა. ამის შესახებ მან დღეს, 15 თებერვალს, მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, წერს European Pravda.
„რუსეთმა რეაგირება მოახდინა და დრონი ჩერნობილის სარკოფაგზე დასარტყმელად გაუშვა, სადაც რადიოაქტიური მტვერი და ნამსხვრევები ინახება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 2025 წელს ქვეყანამ „რომელიც არც კი იყო მიწვეული, მაინც გამოაცხადა თავისი ყოფნა“.
„მიუნხენის [უსაფრთხოების კონფერენციის] წინა ღამეს რუსულმა მოერიშე დრონმა დაარტყა სარკოფაგს, რომელიც ფარავს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებულ მეოთხე რეაქტორს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს იყო მოდიფიცირებული „შაჰედი“ - რუსული დრონი, რომლის ტექნოლოგიაც ირანმა რუსეთს გადასცა და რომლის ქობინი სულ მცირე 50 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებას ატარებდა.
„ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ასეთ თავდასხმებს, არ სურს მშვიდობა. ის არ ემზადება დიალოგისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.