Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ ვიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს. 

„ბატონმა ვიტკოფმა რუსული მხარის სტრატეგია აიღო. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიშია, რადგან ის შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, არ ვიცი, ავრცელებს რუსულ ნარატივებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა არასდროს აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის ნაწილად. 

ზელენსკი ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს პოზიცია შეუცვლელია.