1771879946
უცხოეთი
ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპი პუტინზე საკმარის ზეწოლას არ ახდენს და ტრამპს მოუწოდებს „დარჩეს უკრაინის მხარეს“
უკრაინის პრეზიდენტი თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს მოუწოდებს „დარჩეს უკრაინის მხარეს“.
როგორც ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში აღნიშნა, იმედი აქვს, დონალდ ტრამპი ხვალ ერისადმი მიმართვისას მხარს დაუჭერს უკრაინას.
„ისინი უნდა დარჩნენ დემოკრატიული ქვეყნის გვერდით, რომელიც ერთი ადამიანის წინააღმდეგ იბრძვის. ეს ადამიანი ომია, პუტინი ომია. მთელი მისი ქვეყანა ციხეშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე თვლის თუ არა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკმარის ზეწოლას ახდენს თუ პუტინზე, ზელენსკიმ უპასუხა — „არა“.
კითხვაზე მიიჩნევს თუ არა, რომ დონალდ ტრამპი საკმარის ზეწოლას ახდენს პუტინზე, ზელენსკი აცხადებს, რომ - „არა“