Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ სექტემბერში 3 500-ზე მეტი ბომბი და 190-მდე რაკეტა გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ სექტემბერში რუსულმა ძალებმა უკრაინაში 3500-ზე მეტი ბომბი და 190-მდე რაკეტა გამოიყენეს. ამის შესახებ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს. 

ზელენსკის თქმით, დროა, ევროპული ცის ერთობლივი დაცვა მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემით განხორციელდეს. 

„მხოლოდ სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 3 500-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დრონი, თითქმის 190 რაკეტა და 2 500-ზე მეტი საჰაერო ბომბი გაუშვეს. ასევე, იყო პროვოკაციები ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ.

სწორედ ასეთი სახის საჰაერო ტერორის წინააღმდეგ ერთობლივი თავდაცვის მოწოდებით გამოდის უკრაინა - რათა არავის მოუწიოს საბრძოლო თვითმფრინავების ნაჩქარევად აფრენა და რუსეთის ზეწოლის საკუთარ საზღვრებზე შეგრძნება. ახლა დროა, განვახორციელოთ ჩვენი ევროპული ცის ერთობლივი დაცვა მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემით. ამისთვის ყველა ტექნოლოგია უკვე არსებობს. საჭიროა ინვესტიციები და მონდომება - ჩვენი ყველა პარტნიორის ძლიერი ქმედებები და გადაწყვეტილებები.

ამისთვის ყველა ტექნოლოგია უკვე არსებობს. საჭიროა ინვესტიციები და მონდომება - ჩვენი ყველა პარტნიორის მხრიდან ძლიერი ქმედებები და გადაწყვეტილებები. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება“, - აცხადებს ზელენსკი.