Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინას დონბასიდან ჯარების გასაყვანად ორი თვე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში „სხვა სამშვიდობო პირობები“ იქნება

„მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ დონეცკის რეგიონიდან ჯარები ორი თვის ვადაში გაიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოთხოვნებს შეცვლის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, თუ ეს არ მოხდება, მოსკოვი ახალი პირობების დაწესებით იმუქრება. 

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ომი არ დასრულდება.

„პრობლემა, სხვა საკითხებთან ერთად, იმაში მდგომარეობს, რომ ისინი [რუსეთის ხელისუფლება] ახლა ამერიკულ მხარეს ახალ ვადებზე ესაუბრებიან. გაკვირვებული ვარ, რომ ვინმეს შეუძლია ამის დაჯერება. უბრალოდ გაკვირვებული ვარ.

ისინი {რუსეთის ხელისუფლება} ამერიკელებს ეუბნებიან: ახლა ახალი ვადაა - ორ თვეში ისინი ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს დაიკავებენ ანუ მათივე ციტირებით, დონბასს, ასე რომ, უკრაინას ორი თვე აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთი ამას ვერ შეძლებს. 

„სინამდვილეში რუსეთი ამას ვერ შეძლებს და რომ მოსკოვი ამას ხვდება,“ - აცხადებს ზელენსკი.