Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ რუსებმა სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კიევში თვითმფრინავით ჩაფრენის საშუალება არ მისცეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს კიევში თვითმფრინავით ჩაფრენის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა. 

„სამწუხაროდ, რუსებმა თავიანთი დარტყმებით აჩვენეს, რომ მათ (უიტკოფსა და კუშნერს) არ შეუძლიათ თვითმფრინავით დაშვება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მომზადებული გვაქვს და ჩვენი აეროპორტები მუშაობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში დღეს მატარებლით ჩავიდნენ.