Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ფარულ, მასშტაბურ მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ფართომასშტაბიან ფარულ მობილიზაციას გეგმავს. 

ზელენსკის თქმით, კრემლს ასობით ათასი მობილიზებული ჯარისკაცი სჭირდება არა მხოლოდ ფრონტისთვის, არამედ ევროპაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განსახორციელებლადაც.

„პუტინი რუსეთის ასობით ათასი მოქალაქის არმიაში ფარულ გაწვევას გეგმავს. ამისთვის კრემლმა, შესაძლოა, გამოიყენოს „ჩრდილოვანი“ კონტრაქტები და საზღვრების ჩაკეტვა“, - განაცხადა ზელენსკიმ TSN-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ „ამავდროულად, ეს ძალები, შესაძლოა, არა მხოლოდ უკრაინაში ომისთვის, არამედ ევროპის ქვეყნებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვისაც იქნეს გამოყენებული“.