Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ პოლონეთს, სავარაუდოდ, 19 დეკემბერს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, პარასკევს, 19 დეკემბერს, პოლონეთს ეწვიოს. ამის შესახებ მან ბერლინისკენ მიმავალ გზაზე ჟურნალისტებთან ონლაინ საუბრისას განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა პოლონეთთან სიახლოვის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა უკრაინის მადლიერებას ამ ქვეყნის მიმართ.

„რაც შეეხება პოლონეთში ჩემს ვიზიტს, პოლონურმა მხარემ პარასკევი შემოგვთავაზა. ვფიქრობ, არაფერს გადავდებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების შენარჩუნება“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ კვირის დღე დაასახელა, თარიღის დაკონკრეტების გარეშე. ამიტომ ის პოლონეთს, სავარაუდოდ, ამ პარასკევს, 19 დეკემბერს, ეწვევა.