Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებაში ორი საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება

ამერიკულმა ტელეარხმა Fox News-მა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ჩაწერილია თეთრი სახლის ლიდერ დონალდ ტრამპთან ფლორიდაში გასულ კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებაში ორი საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება და ერთ-ერთი მათგანი ტერიტორიის საკითხია. 

„ჩვენ შევთავაზეთ კომპრომისი. თუ ჩვენ შემოვიღებთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას (დონბასში) და უკრაინა რამდენიმე კილომეტრით დაიხევს უკან, მაშინ რუსეთმაც უკან უნდა დაიხიოს. 

მისი თქმით, ასეთ ზონას ექნება განსაკუთრებული წესები.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელები არ შეეგუებიან უკრაინის არმიის გასვლას დონბასის ტერიტორიიდან, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ სისულელე. ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ რეალური მშვიდობისკენ მიმავალი გზა, რომელიც უკრაინელ ხალხს სურს“, - აცხადებს ზელენსკი.