1770821275
უცხოეთი
ზელენსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს აშშ-ში არის დაგეგმილი, თუმცა უცნობია დათანხმდება თუ არა რუსეთი შტატებში მოლაპარაკებას
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დაგეგმილი, თუმცა რუსული მხარისგან ჯერ თანხმობა არ არის. ამის შესახებ ზელენსკიმ Bloomberg News-თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკიმ მიიღო აშშ-ის შეთავაზება მომავალ კვირას მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის ჩატარების შესახებ, რომლის დროსაც სავარაუდოდ უკრაინის ტერიტორიულ საკითხებზე გამახვილდება ყურადღება.
„ახალი რაუნდი სამშაბათს ან ოთხშაბათს იგეგმება“, - განუცხადა ზელენსკიმ Bloomberg News-ს, თუმცა ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა რუსეთი შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებებს.