Loading data...
ზელენსკი: ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს ჩვენი სრული ოკუპაცია სურთ

რუსების პრობლემა ის არის, რომ მათ უყვართ კომპრომისებზე საუბარი, მაგრამ ისინი არასდროს მიდიან მათზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ისინი მხოლოდ ულტიმატუმების ენაზე საუბრობენ. მათ სურთ, რომ ჩვენ უკან დავიხიოთ ტერიტორიიდან, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. თუმცა ეს მოთხოვნა გამართლებულია მათი უზარმაზარი დანაკარგებით. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ჩვენ უკან დავიხევთ, ასობით ათას ადამიანს არ დაკარგავენ“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეა, უკრაინა უკან არ დაიხევს, რადგან ეს მისთვის უზარმაზარ რისკებს შექმნის.

„რუსეთი გააძლიერებს თავის პოზიციებს უკრაინაში და დაიწყებს შემდგომი ოკუპაციისთვის მზადებას. ისინი იტყუებიან და თავიანთ თამაშებს თამაშობენ პრეზიდენტ ტრამპთან. მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს ჩვენი სრული ოკუპაცია სურთ. სწორედ ამიტომ უნდა შევაჩეროთ ისინი, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, დავამყაროთ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და შემდეგ ეს ყველაფერი დიპლომატიურ სფეროში გადავიტანოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.