Loading data...
ზელენსკი: აშშ-ის თხოვნით რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები გადაიდო

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკული მხარის ინიციატივით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალ კვირამდე გადაიდო.

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ამერიკული მხარის ინიციატივით გადაიდო.

„ჩვენ მზად ვიყავით თურქეთში წასასვლელად. შეხვედრა გადაიდო. სწორედ ამერიკულმა მხარემ გადადო ის და თქვა: „მოდით, ეს მომავალ კვირას გავაკეთოთ“. ეს არის ინფორმაცია, რაც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თუმცა, მან დასძინა, რომ ამერიკულ მხარესთან საუბრები ყოველდღიურად მიმდინარეობს, ამიტომ „ვნახოთ, რა იქნება შემდეგი თარიღი“.