Loading data...
ზელენსკი: არავის შეუძლია გარანტიის მიცემა უკრაინისთვის, რომ პუტინი კვლავ არ დაბრუნდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვერავინ შეძლებს უკრაინისთვის იმის გარანტიას, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არ დაბრუნდება. ამის შესახებ ზელენსკიმ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შეერთებული შტატების გავლენიანი პრეზიდენტისა და ამერიკის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, დღეს არავის შეუძლია უკრაინისთვის მტკიცე დაპირების მიცემა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი კვლავ არ დაბრუნდება უკრაინაში. 

„ამერიკა ძლიერი ქვეყანაა და ჩვენ გვჭირდება მისი უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერავინ გვეტყვის და ვერავინ მოგვცემს დაპირებას, რომ პუტინი აღარ დაბრუნდება,“ - აცხადებს ზელენსკი. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება.

„როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ გვჭირდება ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რომ დანარჩენი მსოფლიო ან ზოგიერთი ქვეყანა მზად იქნება პუტინს უპასუხოს“, - დასძინა, ზელენსკიმ.