1768030158
უცხოეთი
ზელენსკი არ არის წინააღმდეგი ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი ევროპის სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების, - ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
როდესაც მას ევროპელი ლიდერების მიერ მოსკოვთან დიალოგის განახლებისკენ მოწოდების შესახებ ბოლოდროინდელ კომენტარებზე ჰკითხეს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის წინააღმდეგი არ არის ევროპის რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების - თუ პუტინი ამ მოლაპარაკებების სერიოზულობას გააცნობიერებს.
„მე არ ვარ წინააღმდეგი ევროპასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების, განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ ზეწოლას ახდენს და ევროპამ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყო.
ჩვენ საბოლოო ეტაპისკენ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.