Loading data...
ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ძირითადი მინუსი ის არის, რომ უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ომის დასრულების ტრამპის გეგმის ძირითადი მინუსი დაასახელა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპი და მისის გუნდი მზად არიან, რომ უკრაინაზე ზეწოლა გააგრძელონ და ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა აიძულონ.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მაიამიში უკრაინის დელეგაციას და ტრამპის სპეცწარმომადგენლებს, სტივენ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს შორის გამართულმა მოლაპარაკებამ ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა.

„დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპს და მისი გუნდს ომის დასრულება სურთ. მე აღშფოთებული ვარ იმით, რომ ისინი ომის დასრულების მხოლოდ ერთ საშუალებას ხედავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალია უკრაინული ჯარის გაყვანა ჩვენივე ტერიტორიიდან. მაგრამ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?“ - სვამს შეკითხვას ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა აგრესორი არ არის და ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოებას დიდი პრობლემები შეექმნება.

ზელენსკი ვარაუდობს, რომ ირანში ომის დასრულების შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებამ, შესაძლოა, უკრაინაზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა რუსეთთან ომის დასასრულებლად მას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა აიძულოს.