ზელენსკი: ახლო აღმოსავლეთში „შაჰედებისგან” დაცვის საკითხში დასახმარებლად აშშ-სგან თხოვნა მივიღეთ
„ახლო აღმოსავლეთში „შაჰედების“ წინააღმდეგ დასახმარებლად შეერთებული შტატებისგან თხოვნა მივიღეთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „შაჰედებისგან“ დაცვის საკითხში შეერთებული შტატებისგან კონკრეტული თხოვნა მივიღეთ. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინელი სპეციალისტების ჩართვის ბრძანება მივეცი. უკრაინა ეხმარება პარტნიორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩვენი ხალხის დაცვას. დიდება უკრაინას“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
We received a request from the United States for specific support in protection against "shaheds" in the Middle East region. I gave instructions to provide the necessary means and ensure the presence of Ukrainian specialists who can guarantee the required security. Ukraine helps…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 5, 2026