Loading data...
ზელენსკი: ახლო აღმოსავლეთში სამ დღეში Patriot-ის იმაზე მეტი რაოდენობის რაკეტა გაისროლეს, რაც უკრაინას 2022 წლიდან გადასცეს

ახლო აღმოსავლეთში სულ რაღაც სამდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს 800-ზე მეტი „პატრიოტის“ ტიპის რაკეტა იქნა გამოყენებული, რაც იმაზე მეტია, რაც უკრაინამ რუსეთის შეჭრიდან დღემდე მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

„უკრაინას არასდროს ჰქონია რაკეტების ასეთი რაოდენობა, რათა თავდასხმები მოეგერიებინა. მხოლოდ უკანასკნელ სამ დღეში 800-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ დასძინა, როცა უკრაინა 2022 წელს პირველად გადაეყარა ირანულ დრონებს, მათ ჩამოსაგდებად კიევი იყენებდა „ყველაფერს, რაც ჰქონდა“. თუმცა მოგვიანებით უკრაინამ გამოცდილება დააგროვა.

„ყველა ხვდება, რომ Patriot-ის რაკეტები არ არის საკმარისი“, - დასძინა ზელენსკიმ.