Loading data...
ზელენსკი: ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და „შაჰედებისგან“ 100%-იანი დაცვის უზრუნველყოფა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და "შაჰედის" ტიპის საბრძოლო მასალისგან სრული დაცვის უზრუნველყოფა, იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც უკრაინაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სპარსეთის ყურის ქვეყნებიც კი, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მსგავსი სისტემების დიდი რაოდენობა - ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ყველა ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდებას.

„რეგიონში ზოგიერთმა „შაჰედის“ ტიპის დრონმაც გაარღვია საჰაერო თავდაცვა. ყველას ხედავს, რომ ჩვენი თავდაცვის გამოცდილება, მრავალი თვალსაზრისით, შეუცვლელია. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ეს გამოცდილება, მზად ვართ დავეხმაროთ იმ ერებს, რომლებიც უკრაინას დაეხმარნენ ამ ზამთარში და ამ ომის განმავლობაში“, - აცხადებს ზელენსკი. 

მისივე თქმით, უკრაინა ყურადღებით აკვირდება ირანის გარშემო არსებულ სიტუაციას.

„მნიშვნელოვანია, რომ ირანში ცვლილებების შესაძლებლობა გონივრულად იქნეს გამოყენებული“, - დასძინა ზელენსკიმ.