Loading data...
ზელენსკი - აღდგომას რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ, პასუხად „შაჰედებს“ ვიღებთ

უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე რუსული ძალების საჰაერო იერიშთან დაკავშირებით დასული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, რუსული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის წინადადებას უგულებელყოფს. 

მისივე თქმით, რუსეთი კვლავინდებურად ცდილობს იერიში მიიტანოს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე. 

„აღდგომას ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ, საპასუხოდ „შაჰიდებს“ ვიღებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.