Loading data...
ზელენსკი: 5-6 მაისს ღამის 00:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვაცხადებთ

„უკრაინა 5-6 მაისის ღამის 00:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

„დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის მიმართ არანაირი ოფიციალური მიმართვა არ ყოფილა საომარი მოქმედებების შეწყვეტის ფორმატთან დაკავშირებით, რომელსაც რუსულ სოციალურ მედიაში აცხადებენ. გვჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლე გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის „ზეიმი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვაცხადებთ 5-6 მაისის ღამეს, 00:00 საათიდან. დარჩენილ დროში სრულიად რეალისტურია იმის უზრუნველყოფა, რომ სიჩუმის რეჟიმი ძალაში შევიდეს. აღნიშნული მომენტიდან ჩვენ სარკისებური პრინციპით ვიმოქმედებთ. დროა, რუსეთის ლიდერებმა რეალური ნაბიჯები გადადგან ომის დასასრულებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ მას მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის კეთილი ნების გარეშე არ შეუძლია“, – აცხადებს ზელენსკი.