Loading data...
ზაპოროჟიეზე რუსული ძალების იერიშის შედეგად დაშავებული ადამიანების რიცხვი 26-მდე გაიზარდა

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიოდოროვის განცხადებით, რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეში, საცხოვრებელ შენობებზე საჰაერო დარტყმის შედეგად დაშავებული ადამიანების რიცხვი 26-მდე გაიზარდა. 

მანამდე კი, ფიოდოროვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობებზე იერიშის მისატანად ავიაბომბები გამოიყენეს. 

ამასთან, ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს ცნობით, რუსების იერიშის შედეგად 130-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დაზიანდა.