1795526827
უცხოეთი
ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებული ადამიანების რიცხვი 48-მდე გაიზარდა
ზაპოროჟიეზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დაშავებული ადამიანების რიცხვი 48-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო სემიკინი ავრცელებს.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს 24 ნოემბერს, ღამით შეუტიეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.
რუსულ მხარეს იერიშთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.