Loading data...
ზაპოროჟიეს ოლქში რუსული ძალების მიერ დრონებით იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ზაპოროჟიეს ოლქში რუსული ძალების მიერ საცხოვრებელ შენობაზე დრონებით იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ტელეგრამზე იტყობინება. 

მისივე თქმით, დაღუპულია 71 წლის კაცი. 

„სახლი აფეთქების ტალღამ დაანგრია“, - აცხადებს ფიოდოროვი. 

ზაპოროჟიეს ოლქზე დარტყმის შესახებ რუსულ მხარეს კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.