1793709978
უცხოეთი
ზაპოროჟიეს ოლქში გლოვის დღეები გამოცხადდა - დაღუპული ადამიანების რიცხვი 31-მდე გაიზარდა
ზაპოროჟიეს ოლქში, კომიშუვახაში 2 ნოემბერს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილ სემიკინი ავრცელებს.
„რუსეთმა კომიშუვახაზე სულ მცირე ცხრა საჰაერო დარტყმა განახორციელა ზუსტად მაშინ, როდესაც ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა გამოიყენა FAB-3000 სამტონიანი ავიაბომბი, რომელიც თითქმის 1,5 ტონა ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს. ამ ტიპის იარაღი განკუთვნილია მძლავრი ბეტონის გამაგრებებისა და ბუნკერების გასანადგურებლად“, - განაცხადა სემიკინმა.
კომიშუვახაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 3, 4 და 5 ნოემბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა.