Loading data...
ზახაროვა: უკრაინის ბლოკგარეშე და არაბირთვული სტატუსი ამ ქვეყნის უსაფრთხოების რეალური გარანტიაა

უკრაინის ბლოკგარეშე და არაბირთვული სტატუსი ამ ქვეყნის უსაფრთხოების რეალური გარანტიაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„შეგახსენებთ, რა არის უკრაინისთვის უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია – მისი დაბრუნება იმ ფუნდამენტურ დოკუმენტებთან, რომლებსაც მისი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა ეფუძნებოდა“,  აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ამ დოკუმენტებში გაწერილი იყო უბირთვო, ნეიტრალური, ბლოკგარეშე სტატუსი, რაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს წარმოადგენს.

„ეს არის ის, რაც მან თავად დაუდგინა საკუთარ თავს, როდესაც აიღო ვალდებულება, იცხოვროს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და გაატაროს მშვიდობიანი პოლიტიკა“, - აღნიშნა ზახაროვამ.