Loading data...
ზახაროვა: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის თარიღები მალე დადგინდება

რუსეთის დელეგაცია მზად იქნება სტამბოლში ჩასასვლელად უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად 22 ივნისის შემდეგ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის კონკრეტული თარიღი უახლოეს მომავალში დადგინდება.

„22 ივნისის შემდეგ ჩვენი დელეგაცია, ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, რომელიც დამტკიცდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მზად იქნება სტამბოლში ჩასვლისთვის მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით. კონკრეტული ვადები განისაზღვრება ახლო პერიოდში და, რა თქმა უნდა, გაჟღერდება თავად დელეგაციის წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელების მიერ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.