Loading data...
ზახაროვა რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების ნებართვაზე: დასავლეთს უკრაინა აღარ სჭირდება

დასავლეთის ნებართვა რუსეთის სიღრმეში შორი მოქმედების რაკეტების გაშვებაზე ადასტურებს, რომ მას უკრაინა აღარ სჭირდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ Komsomolskaya Pravda-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, იუწყება რუსული მედია

„ეს ადასტურებს, რომ უკრაინა და უკრაინელები დასავლეთისთვის ინსტრუმენტია. მას შემდეგ, რაც ის გატეხილია, აღარ აქვს ღირებულება“, - განაცხადა ზახაროვამ.