Loading data...
ზახაროვა: პუტინმა ნათლად თქვა: პირველ რიგში, მოლაპარაკებები კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე, შემდეგ კი - ზავზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია პირველ რიგში მოითხოვს უკრაინასთან მოლაპარაკებებს ომის ძირეული მიზეზების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ, ისაუბრებენ ცეცხლის შეწყვეტაზე.

მარია ზახაროვას განცხადებით, როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებაში სწორად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინადადება პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ.

„ბანკოვას [ქუჩა კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი მდებარეობს] რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათ კარგად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადების ჩანაწერი. პუტინმა ნათლად თქვა: პირველ რიგში, მოლაპარაკებები ძირეულ მიზეზებზე, შემდეგ კი საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე“, - აღნიშნა ზახაროვამ.