Loading data...
ზახაროვა: პოლონეთში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზის გახსნა ბირთვული საფრთხის დონის გაზრდას იწვევს

პოლონეთში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზის გახსნა იწვევს ბირთვული საფრთხის დონის მატებას, ეს არის ვაშინგტონის პროვოკაციული ნაბიჯი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს არის მორიგი ღიად პროვოკაციული ნაბიჯი ამერიკელების, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მათი მოკავშირეების დესტაბილიზაციურ ქმედებებში, სტრატეგიულ სფეროში. ეს ნაბიჯი ჯდება რუსეთის საზღვრებთან ნატოს ინფრასტრუქტურების მოახლოების მრავალწლიან დესტრუქციულ პრაქტიკაში. ეს ობიექტურად იწვევს სტრატეგიული სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ტექნიკური ხასიათის სხვა დამაზიანებელ ზომებთან ერთად. ეს ბუნებრივად იწვევს სტრატეგიული რისკების გაძლიერებას და როგორც შედეგი, ბირთვული საფრთხის საერთო დონის გაზრდას“, - აღნიშნა ზახაროვამ.