1755335482
უცხოეთი
ზახაროვა მიიჩნევს, რომ ალასკის შეხვედრამ დასავლეთში მოსკოვის დიპლომატიურ იზოლაციას წერტილი დაუსვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების ალასკაში შეხვედრამ დასავლეთში მოსკოვის დიპლომატიურ იზოლაციას წერტილი დაუსვა. ამის შესახებ მან Telegram-ზე განაცხადა.
„დასავლური მედია ისეთ მდგომარეობაშია, რომელსაც შეიძლება, სიგიჟე ვუწოდოთ და რომელიც სრული სიგიჟის ზღვარზეა: სამი წელია, ისინი რუსეთის იზოლაციაზე საუბრობენ, დღეს კი მათ ნახეს წითელი ხალიჩა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტს შეერთებულ შტატებში დახვდნენ“, - დაწერა ზახაროვამ.