Loading data...
ზახაროვა: ინფორმაციულ საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა არ მიიღოთ, ლავროვისა და რუბიოს შეხვედრის თარიღზე ინფორმაცია როგორც კი გვექნება, გაგიზიარებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ მედიას მოუწოდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შესაძლო შეხვედრის თარიღის შესახებ „ინფორმაციულ საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა არ მიიღონ“.

„ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ საინფორმაციო ცირკში. დღეს  სერგეი ლავროვმა ამ თემასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ ყურადღება გაამახვილა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ როდესაც ინფორმაცია გვექნება, რომლის გაზიარებასაც შევძლებთ, ამას დაუყოვნებლივ გავაკეთებთ“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.