Loading data...
ზახაროვა: დასავლეთის ქვეყნები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობენ, რათა კიევს შესვენების საშუალება მისცენ

„დასავლეთი 30-დღიან ზავს ითხოვს, რათა კიევს შესვენების საშუალება მისცეს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ამ ომისთვის მომზადებაში კიევს ბერლინი და პარიზი დაეხმარნენ. 2022 წელს გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადეს, რომ მინსკის შეთანხმების შესრულებას არავინ აპირებდა, ხოლო თავად შეთანხმებები „დონბასის პრობლემის“ ძალოვანი მოგვარებისთვის დროის მოსაგებად იყო საჭირო.

დღეს დასავლეთის ქვეყნები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობენ, რათა კიევს სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და რუსეთთან დაპირისპირების გასაგრძელებლად შესვენების საშუალება მისცენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.