ზახაროვა: ბრიტანული ჯარების უკრაინაში გაგზავნა ომის გახანგრძლივებას ნიშნავს და არა დასრულებას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ბრიტანული ჯარების უკრაინაში განლაგება ომის გახანგრძლივებას გამოიწვევს და არა მის დასრულებას.
საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ რუსეთთან ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ ისინი უკრაინაში ჯარების გაგზავნას გეგმავენ.
„მინდა, ვიყო თავდაცვის მდივანი, რომელიც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განალაგებს - რადგან ეს ნიშნავს, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულდება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.
ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა: „ჰილის მცდარი წარმოდგენის საპირისპიროდ, ბრიტანული ჯარების უკრაინაში განლაგება ომის დასრულებას კი არ ნიშნავს, არამედ კონფლიქტის გახანგრძლივებას და მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების რისკის ზრდას, რომელშიც კიდევ ბევრი სახელმწიფო იქნება ჩართული“.
მან გაიმეორა რუსეთის გაფრთხილება, რომ უკრაინაში ნებისმიერი უცხოური ჯარი მოსკოვისთვის ლეგიტიმური სამიზნე იქნება.