1755978957
უცხოეთი
„ყველა, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია, უნდა გადარჩეს“ - ისრაელელი მძევლის მამა ნაწილობრივ შეთანხმებას უჭერს მხარს

მძევლის, ალონ ოჰელის მამა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც არ ითვალისწინებს ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა ადამიანის ერთდროულად დაბრუნებას და ამბობს, რომ „ყველა, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია, უნდა გადარჩეს“.
მძევლის მამამ კობი ოჰელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილ მძევლებს „დრო არ აქვთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მივაღწიოთ ასეთ შეთანხმებას, რომელიც ყველას გაათავისუფლებს, თუნდაც ეს ეტაპობრივად მოხდეს“.
ოჰელი დასძენს, რომ ის მხარს უჭერს „ჰამასის“ მიერ შეთანხმებულ 60-დღიანი ზავის წინადადებას, რომელიც 10 ცოცხალი მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.