Loading data...
ყირგიზეთში სატვირთო მანქანა ბავშვებს დაეჯახა

ყირგიზეთში, სუზაკის რაიონში სატვირთო მანქანა 29 ბავშვს დაეჯახა.

მედიის ცნობით, შემთხვევა ჯალალ-აბადის რეგიონის სუზაკის რაიონში მოხდა. სასკოლო ღონისძიების მსვლელობისას სატვირთო მანქანა დაგორდა. დაგორების მომენტში მანქანაში მძღოლი არ იჯდა, ავტომობილი გორაკიდან მისით დაგორდა.

ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რეგიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 7 ბავშვია მოთავსებული, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია. 11 ბავშვი სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს საშუალო სიმძიმის, 11-ს კი ადგილზე გაეწია დახმარება.