WSJ: უკრაინა და აშშ დრონების შესახებ შეთანხმებას ამზადებენ

უკრაინელი სპეციალისტების ჯგუფი შეერთებულ შტატებში ჩავიდა თეთრ სახლთან ისტორიული შეთანხმების შესამუშავებლად, რომელიც გულისხმობს საბრძოლო პირობებში გამოცდილი დრონების ტექნოლოგიების ვაშინგტონისთვის გადაცემას ჰონორარის ან სხვა კომპენსაციის სანაცვლოდ.
„Wall Street Journal“-ის (WSJ) ცნობით, შეთავაზებული შეთანხმება, რომელსაც მხარს უჭერენ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი, ვაშინგტონსა და კიევს შორის უსაფრთხოების ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ აქამდე უკრაინელი სამხედროები ამერიკულ იარაღს იღებდნენ და ამას ევროპის მეშვეობით ახერხებდნენ, ამერიკელები იარაღს ევროპელებზე ყიდდნენ. ახალი შეთანხმების თანახმად, უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად დრონების წარმოებისა და გამოყენების დიდ გამოცდილებას გამოიყენებს.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეტალური შეთანხმების დასრულებას, სავარაუდოდ, თვეები დასჭირდება, რაც, შესაძლოა, მილიარდობით დოლარი დაჯდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კომპანიები აწარმოებენ დრონებს, უკრაინელები გაცილებით წინ არიან იაფი უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივ წარმოებაში, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა ბრძოლაში“, - წერს გამოცემა.
„ეს უბრალოდ რეალობაა, რომ ჩვენ შეერთებულ შტატებში უკრაინული დრონების ტექნოლოგია გვჭირდება“, - განაცხადა უილიამ მაკნალტიმ, UA1-ის პარტნიორმა, აშშ-ის ვენჩურული კაპიტალის ფონდმა, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს უკრაინულ თავდაცვის კომპანიებში.
როგორ მედია წერს, პოტენციურ შეთანხმებას, ასევე, აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან კიევი ცდილობს გააძლიეროს კავშირები ტრამპთან, რომელიც სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, გააძლიეროს თავდასხმები უკრაინაზე და უარყო თეთრი სახლის მოწოდებები ომის მშვიდობიანი გზით დასრულების შესახებ, რამაც, ასევე, გახსნა გზა აშშ-უკრაინის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
მედიის ცნობით, დრონების შესახებ შეთანხმება პაკეტის ნაწილია, რომელიც მოიცავს ცალკე „მეგა-შეთანხმებას“, რომლის მიხედვითაც უკრაინა იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატებისგან ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს შეიძენს. კერძოდ, უკრაინა იმედოვნებს, რომ იარაღის შესახებ შეთანხმება მოიცავს შორი მოქმედების რაკეტებს, რათა გააფართოოს მისი დარტყმი რუსეთის წინააღმდეგ.
დრონების შეძენასთან დაკავშირებული პოტენციური გარიგება, ასევე, აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ამერიკულ ინდუსტრიას ისარგებლოს უკრაინით, რომელიც პიონერია ახალი ტექნოლოგიების, ტაქტიკისა და ცვალებადი ბრძოლის ველისთვის სწრაფი ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობის სფეროში.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დრონების შესახებ გარიგება მიზნად ისახავს აშშ-ის სამხედროებს საშუალება მისცეს, ისარგებლონ უკრაინის კონკურენტული უპირატესობით ამ სფეროში. თავის მხრივ, კიევი ცდილობს შეიძინოს თანამედროვე ამერიკული იარაღი. გამოცემამ აღნიშნა, რომ ის გულისხმობდა Patriot-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, Himars-ის გამშვებ სისტემებს GMLRS რაკეტების გასაშვებად, Atacms-ის არმიის ტაქტიკურ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს, ასევე, აშშ-ის საჰაერო ძალების მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ პენტაგონი განიხილავს უკრაინის მიერ ATACM სისტემების რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების საკითხს და მას შემდეგ, რაც ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, არცერთი მათგანით არ განხორციელებულა დარტყმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ.