Loading data...
WSJ: ტრამპი მზადაა ირანის ახალი ლიდერის ლიკვიდაციისთვის, თუ ის დათმობებზე არ წავა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა ფიზიკურად გაანადგუროს ირანის ახლადარჩეული უზენაესი ლიდერი, მოკლული ალი ხამენეის ვაჟი, თუ ის არ დათანხმდება აშშ-ის მოთხოვნებს, კერძოდ, ბირთვული პროგრამის შეჩერებას. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. 

რამდენიმე ანონიმურმა აშშ-ის მოქმედმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპმა, სავარაუდოდ, თანაშემწეებს უთხრა, რომ მხარს დაუჭერს მოჯთაბა ხამენეის მკვლელობას, თუ ის არ დათანხმდება აშშ-ის მიერ მოთხოვნილ დათმობებს, მათ შორის ბირთვული პროგრამის შეჩერებას.

ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად ხამენეი უმცროსს განიხილავს, როგორც ადამიანს, რომელიც გააგრძელებს მამის „მკაცრ ხაზს“ და არ ელის, რომ ის კომპრომისის ძიებას შეეცდება.

წყაროებმა დასძინეს, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება, სავარაუდოდ, ისრაელს დაევალება.