WSJ: ტრამპი ირანზე თავდასხმისკენ იხრება, ვენსი კი დიპლომატიური მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
ტრამპი ირანზე თავდასხმისკენ იხრება, ვენსი კი დიპლომატიური მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, იტყობინება The Wall Street Journal.
როგორც მედია წერს, ვენსის პოზიციაა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა თეირანის მიერ ანტისამთავრობო დემონსტრაციების სისხლიანი დარბევის საპასუხოდ სამხედრო ზომების მიღებამდე ირანს დიპლომატიური მოლაპარაკებების შანსი მისცეს.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა ამჟამად ირანზე თავდასხმისკენ იხრება, თუმცა, შესაძლოა, კურსი შეცვალოს.
ზოგიერთი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპმა, შესაძლოა, ჯერ შეტევა განახორციელოს და შემდეგ ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები გამართოს.
როგორც გამოცემა წერს, ვენსის დიპლომატიისკენ სწრაფვის მიუხედავად, ვიცე-პრეზიდენტი ღიაა ირანის დაბომბვისთვის და ქვეყანას შეერთებული შტატებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.