WSJ: რუსეთმა ხომალდები გაგზავნა იმ გემის გასაცილებლად, რომელსაც აშშ მისდევს
რუსეთმა სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები გააგზავნა ნავთობის ტანკერის გასაცილებლად, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მისდევს. იტყობინება The Wall Street Journal აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის წყაროებზე დაყრდნობით.
გაზეთის ცნობით, გემი, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Bella 1, ვერ ახერხებდა ვენესუელის პორტებში ნავთობის ჩასატვირთად შესვლას და ამჟამად ცარიელია. ამის მიუხედავად, აშშ-ის სანაპირო დაცვამ გემის დევნა დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ იდენტიფიცირებასა ისახავს მიზნად. მას აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის გადაზიდვაში ადანაშაულებდნენ.
ამის შემდეგ ტანკერმა მკვეთრად შეცვალა კურსი, ასევე გადაირქვა სახელწოდება Marinera და, როგორც იუწყებიან, გაიანას დროშის ნაცვლად რუსეთის დროშაზე დარეგისტრირდა.
რუსეთმა განაცხადა, რომ გემის გარშემო განვითარებულ ვითარებას „შეშფოთებით აკვირდება“.
ორი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის ძალები გეგმავენ გემის ბორტზე ასვლას და ვაშინგტონი ამჯობინებს მის დაკავებას, ვიდრე ჩაძირვას.
21 დეკემბერს აშშ-ს სანაპირო გვარდიამ ხომალდის დაკავება კარიბის ზღვაში სცადა, თუმცა გემმა კურსი იცვალა. Bella 1-მა საკუთარი მოგზაურობა ირანიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხომალდმა კურსი იცვალა, გემი რუსეთში გადარეგისტრირდა და სახელი შეიცვალა. ხომალდს ფორმალურად ახლა Marinera ჰქვია.