Loading data...
WSJ: პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განსათავსებლად მეორე ავიამზიდს ამზადებს

პენტაგონმა მეორე ავიამზიდის დამრტყმელ ჯგუფს ახლო აღმოსავლეთში განლაგებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა, რადგან აშშ-ის სამხედრო ძალები ირანზე პოტენციური თავდასხმისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი“ სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.

ეს ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ის ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდის გაგზავნას განიხილავს, რათა სამხედრო მოქმედებებისთვის მოემზადოს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ განლაგების ბრძანება შესაძლოა რამდენიმე საათში გაიცეს.~

ამავდროულად, თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ ტრამპს ჯერ არ გაუცია ოფიციალური ბრძანება მეორე ავიამზიდის განლაგების შესახებ და გეგმები შესაძლოა შეიცვალოს.

როგორც მედია წერს, ავიამზიდი შეუერთდება USS Abraham Lincoln-ს, რომელიც უკვე რეგიონში იმყოფება.

გამოცემის თანახმად, აშშ-ის ავიამზიდი „ჯორჯ ბუში“ ამჟამად ვირჯინიის სანაპიროსთან წვრთნებს ატარებს და შესაძლოა, სწორედ ეს ხომალდი გაიგზავნოს ახლო აღმოსავლეთში.