Loading data...
WSJ: ირანში ომის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

პენტაგონის ცნობით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების დროს 365 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც მედია პენტაგონზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია 13 სამხედრო მოსამსახურე. 

პენტაგონის წყაროების თანახმად, დაშავებულთაგან 247 სახმელეთო ძალების ჯარისკაცი, 63 საზღვაო ძალების ჯარისკაცი, 19 საზღვაო ქვეითი და 36 საჰაერო ძალების ჯარისკაცია.