WSJ: დონალდ ტრამპს მთავარმა მრჩევლებმა უთხრეს, რომ ირანის კონფლიქტი შესაძლოა, მისი პრეზიდენტობის შემდეგაც გაგრძელდეს
თეთრი სახლის მთავარმა მრჩევლებმა, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, პირად საუბრებში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააფრთხილეს, რომ ირანთან კონფლიქტი შესაძლოა, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გაგრძელდეს, იტყობინება The Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
სტატიაში ნათქვამია, რომ ვენსმა, რუბიომ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ტრამპს უთხრეს, რომ ირანმა შესაძლოა, აშშ-ის ეკონომიკურ და სამხედრო ზეწოლას კვლავ გაუწიოს წინააღმდეგობა, რაც კონფლიქტს 2029 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგაც გაახანგრძლივებს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გაანადგურა ირანის სამხედრო შესაძლებლობები და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი საზღვაო ბლოკადითა და დამანგრეველი სანქციებით ანადგურებს იმას, რაც მისი სავალალო ეკონომიკისგან დარჩა. მხოლოდ პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რას გააკეთებს იგი და როდის“, - განუცხადა გაზეთს თეთრი სახლის პრესმდივანმა.