WP: ევროპელი მოკავშირეები სულ უფრო მეტად შეშფოთებული არიან PURL-ის პროგრამის მომავლით, რომლის მეშვეობით ნატოს წევრი ქვეყნები ამერიკული წარმოების იარაღს ყიდულობდნენ უკრაინისთვის
ევროპაში მოკავშირეები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან PURL პროგრამის მომავლით, რომლის ფარგლებშიც ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის ამერიკულ წარმოების იარაღს ყიდულობენ, - ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.
როგორც წყაროები აცხადებენ, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ამერიკული იარაღის გაყიდვებში გამოწვეული ხანგრძლივი დაგვიანება, რომელსაც ირანთან ომი იწვევს, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა ეჭვქვეშ აყენებს პენტაგონის მიერ PURL-ის მექანიზმის ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ხარჯვის წესს.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აშშ-სთვის იარაღის გაყიდვების ხანგრძლივი შეფერხებაა, რაც ირანში ომმა გამოიწვია, სადაც აშშ-ის სამხედროებმა ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის დროს სწრაფად ამოწურეს მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი.
ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე თავდასხმის დაწყების მომენტიდან უკრაინისთვის დაპირებულ ტექნიკას არ გამოიყენებდა, თუმცა ამერიკული იარაღის დეფიციტმა უკრაინისთვისაც შეიძლება, გამოიწვიოს დაგვიანება.
„ევროპელები ყოყმანობენ, რადგან უნდობლობა იზრდება და არ არსებობს რწმენა, რა მოხდება ხარჯებთან დაკავშირებით, ვინაიდან ირანთან ომი გრძელდება. PURL-ის პროგრამაში შენატანები იყო, მაგრამ არც თუ ისე დიდი“, - აღნიშნა წყარომ.
წყაროების ცნობით, პენტაგონის მარაგების შემცირების გამო, ევროპიდან აღმოსავლეთ აზიამდე მოკავშირეებს უკვე შეძენილი აღჭურვილობის მისაღებად წლები მოუწევთ ლოდინი.
„აპრილში პენტაგონისა და ნატოს მაღალჩინოსანმა კიევის მხარდამჭერთა შეხვედრის მონაწილეები დაარწმუნა, რომ უკრაინაში PURL-ის ფარგლებში მიწოდება „გეგმის მიხედვით გაგრძელდებოდა“, - განაცხადა ორმა ევროპულმა წყარომ.