Loading data...
Washington Post: პენტაგონი მინესოტაში მედესანტეების გასაგზავნად ემზადება

ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ პენტაგონი ემზადება ალასკაზე დისლოცირებული 1 500 მედესანტის მინესოტას შტატში გასაგზავნად.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ სამხედროებმა შესაბამისი ბრძანება უკვე მიიღეს და მომზადების პროცესში არიან, თუმცა მინესოტაში მათი გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მედიის ცნობით, მინესოტაში შესაძლოა, გაგზავნონ მე-11 საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორი ქვეითთა ბატალიონი. ამჟამად ისინი დისლოცირებული არიან ალასკაზე და კარგად უძლებენ სიცივეს. მინესოტას შტატში ჰაერის ტემპერატურა ახლა -20 გრადუსია.

დონალდ ტრამპი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, სამხედროები გააგზავნოს მინესოტაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა 1992 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკელ ჯარისკაცებს მიტინგების დაშლაში ჩართავენ.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის 1827 წლიდან მოქმედი „ამბოხის აქტი“, რომელიც მას აძლევს უფლებას, სამხედროები ქვეყნის შიგნით გამოიყენოს.

მინესოტას შტატში აქციები 7 იანვრის შემდეგ არ წყდება. დემონსტრანტები საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტის მიერ ახალგაზრდა ქალის მკვლელობას აპროტესტებენ.