Loading data...
Washington Post: ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში დაბრუნებაზე იხუმრა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში დაბრუნებაზე იხუმრა. ამის შესახებ Washington Post-ი იტყობინება. 

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჯო ბაიდენს ჰკითხა, აპირებს თუ არა რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს. 

როგორც მედიასაშუალება წერს, ბაიდენმა ჟურნალისტს ხუმრობით უპასუხა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების რბოლას უბრუნდება. 

„მე ვბრუნდები“, - უპასუხა ბაიდენმა და გაიცინა.

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლის შესახებ ივლისში განაცხადა. მან „დემოკრატებიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.