Loading data...
Wall Street Journal: აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა პუტინის რეზიდენციაზე „თავდასხმის“ მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის თავდასხმის მტკიცებულება ვერ იპოვეს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ის პუბლიკაციაშია აღნიშნული.

გამოცემის წყაროს თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნები მიუთითებს, რომ პუტინზე უკრაინის მხრიდან მსგავსი თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა.

წყაროს ცნობით, აშშ-მა დაასკვნა, რომ უკრაინამ სცადა სამხედრო სამიზნეზე თავდასხმა, რომელიც პუტინის აგარაკთან ერთად იმავე რეგიონში მდებარეობს, თუმცა არა მის უშუალო სიახლოვეს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე New York Post-ის სარედაქციო სტატია გააზიარა, სათაურით: „პუტინის ცრუ განცხადებები „თავდასხმის“ შესახებ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას ხელს უშლის“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რეზიდენციაზე თავდასხმის“ მცდელობის შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „რუსეთის მორიგი ტყუილი“ უწოდა. 

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თავდასხმის მცდელობის გამო სამშვიდობო მოლაპარაკებებში თავის პოზიციას გაამკაცრებს.