Loading data...
ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთს შეუთანხმდა, რომ გაზის მიწოდება მარტის ბოლომდე გაგრძელდეს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ გაზის მიწოდების მარტის ბოლომდე გახანგრძლივების შესახებ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია.

ვუჩიჩის თქმით, სერბეთს ექნება როგორც ელექტროენერგია, ასევე საკმარისი გაზი ზამთრის მომავალი სეზონისთვის.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ გაზის მიწოდება კიდევ სამი თვით, 31 მარტამდე გავაგრძელოთ, რათა ხალხმა თავდაჯერებულად იგრძნოს თავი და მშვიდად დაიძინოს“, - განაცხადა მან.

ბელგრადში იმედოვნებდნენ, რომ გაზის მიწოდების შესახებ ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას მიმდინარე წლის მაისში დადებდნენ.

მან ასევე განაცხადა, რომ „გაზპრომის“ წარმომადგენლები განიხილავენ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი სერბულ ნავთობკომპანია NIS-ს წილის გაყიდვას სხვა კომპანიებთან, მათ შორის უნგრეთის ეროვნულ კომპანია MOL-თან. 

ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთის ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს.

„უნგრელები ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენ უბრალოდ ეს რაც შეიძლება სწრაფად, 15 იანვრამდე უნდა დავასრულოთ“, - დასძინა სერბეთის პრეზიდენტმა.

სერბეთის უმსხვილესი ნავთობკომპანია NIS ოქტომბრის დასაწყისიდან აშშ-ის სანქციების ქვეშაა.